სკოლის შესახებ

სკოლა „ლოგოსი“ დაარსდა 2010 წელს. სკოლის გახსნის იდეა ეკუთვნოდა გიორგი ჩავლეიშვილს, რომელმაც განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. მან დაამთავრა ვირჯინიის Saint Anne's Belfild – ის უმაღლესი სკოლა და ჰამილტონის (Hamilton) “Liberal Arts” უნივერსიტეტი. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და სწავლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპების განსაზღვრაში მონაწილეობა მიიღეს გია მურღულიამ, ბარბარა ჯიმელი-სულაშვილმა, ქეთევან ბაცანკალაშვილმა და ირინა შარაბიძემ. სკოლას დიდი დახმარება გაუწიეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა: ფსიქოლგიურ მეცნერებათა დოქტორმა ნინო გოგიჩაძემ; ჰამილტონის უნივერსიტეტის პროფესორებმა ტოდ ფრენკლინმა და ბარბარა ჰაისელმა; ჰამილტონის უნივერსიტეტის ფინანსური დეპარტამენტის ერთ-ერთმა დირექტორმა ჯონ ჰაისელმა და HEOP – ის ნიუ-ორკის შტატის ფილიალის დირექტორმა ფილის ბრელანდმა.

„ლოგოსი“ წევრია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციისა:  NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application. სკოლის  პარტნიორები არიან: American University of Rome, Saint Anne’s-Belfield School და Princeton Review.

სკოლის აკადემიური პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მას ემატება საერთაშორისო ტესტები SAT და TOEFL . ასეთი სასწავლო პროგრამა სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოში, ასევე, ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. მათ ძალიან ეხმარება College Counseling -ის კურსი, რომელიც მოიცავს დახმარებას:

 

 

სკოლა დაამთავრა 160-მა მოსწავლემ, აქედან 86 მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში.  სტიპენდიის სახით მათ ჯამში    4 000 000-ზე მეტი აშშ დოლარზე მეტი  აქვთ მიღებული. 76 მოსწავლე ჩაირიცხა საქართველოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში (თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ა.შ.) და გრანტის სახით მიღებული აქვთ 290 000 ლარზე მეტი.

სკოლის წარმატებას განაპირობებენ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები და ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული პედაგოგები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სკოლის წარმატებისათვის.

ზევით