დირექტორის მიმართვა

 

 

7 წლის წინ, როდესაც სკოლის გახსნაზე ვფიქრობდით, ჩვენი მიზანი იყო დაგვემსხვრია მითი, რომ  საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება მხოლოდ ერთეულებისათვისაა შესაძლებელი. ჩვენ  დავამტკიცეთ, რომ  მოსწავლემ შეიძლება ისწავლოს საქართველოში, სწავლება იყოს ქართულად, სასკოლო საგნებთან ერთად გაიაროს საერთაშორისო ტესტებისათვის მოსამზადებელი პროგრამა, შეიძინოს   შესაბამისი უნარები და ის მზად იქნება სწავლა გააგრძელოს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში,  ნებისმიერ საერთაშორისო უნივერსიტეტში.

 

დღეს, სკოლის გახსნიდან 7 წლის შემდეგ, ვარ უბედნიერესი ადამიანი, რადგან ჩვენ ეს მოვახერხეთ. სკოლა დაამთავრა 136-მა მოსწავლემ, აქედან 68 მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში.  სტიპენდიის სახით მათ ჯამში 3 532 000 აშშ დოლარზე მეტი აქვთ მიღებული. 68 მოსწავლე კი აგრძელებს სწავლას საქართველოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში (თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ა.შ.). მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 285 000 ლარზე მეტი.

 

ხშირად გვეკითხებიან, რა არის „ლოგოსის“ საიდუმლო? როგორ ახერხებს სკოლის ამდენი კურსამთავრებული საზღვარგარეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას? ან საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაბარებას? ეს საიდუმლო ვართ ჩვენ - დამფუძნებლები, რომლებმაც ზუსტად ვიცით, რა გვინდა და, შესაბამისად, რა არის გასაკეთებელი. ჩვენ უშუალო კავშირი გვაქვს სასწავლო პროცესთან - სკოლაში ვმუშაობთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე  და პარალელურად ვართ კლასის დამრიგებლებიც.

 

მე ვამაყობ:

 

დაბოლოს, ე ვამაყობ, რომ დღეს სკოლა წევრია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციისა  -  NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application  და  იმკვიდრებს საერთაშორისო სკოლის სახელს.

 

 

ზევით