ლოგოსელები STAB-ის ბანაკში

ლოგოსელების ნაწილი ზაფხულს ამერიკის შეერთებული შტატების ბანაკში ატარებს. თავდაპირველად ნიუ-იორკი მოინახულეს. One World Trade Center, 9/11 მემორიალი, Time Square, Wall Street, MoMA (Museum of Modern Art),  Central Park  - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ადგილების, რაც მოინახულეს. დაათვალიერეს NYU (New York Univeristy) და Columbia University.


ნიუ-იორკის 5 დღიანი ტურის შემდეგ Saint Anne's Belfield School-ში, საზაფხულო ბანაკ ELL - ში (English Language Learners) გადაინაცვლეს, სადაც 3 კვირა დარჩებიან.


ბანაკის ფარგლებში ბავშვებს ჩაუტარდებათ გაკვეთილები სამ საგანში: ინგლისური, ხელოვნება და კომპიუტერული მეცინერებები. მონაწილეობას მიიღებენ მრავალფეროვან აქტივობებში და მოინახულებენ სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ლოკაციებს. მოკლედ, ძალიან საინტერესოდ დატვირთული სამი კვირა ელით. თბილისში დაბრუნებული ლოგოსელები აუცილებლად გაგვიზიარებენ შთაბეჭდილებას.

ზევით