IE University სტუმრად ლოგოსში!

უნივერსიტეტის წარმოდგენელმა ლოგოსელებს ძალიან საინტერესო და ინტერქაციული პრეზენტაცია ჩაუტარა. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა სემინარი (workshop) მარკეტინგშიც. მოსწავლეები გუნდებად მუშაობდნენ. განიხილეს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიის წარუმატებელი მაგალითები (ვიდეოები). მოსწავლეებს უნდა მოეფიქრებინათ გზები, როგორ შეიძლებოდა შეცდომების გამოსწორება. შემდგომ კი ნახეს რეალურად რა გზებს მიმართეს კომპანიებმა და როგორ შემოაბრუნეს ეს შეცდომები მათ სასარგებლოდ. სემინარი ემსახურებოდა მარკეტინგის ფაკულტეტის არსის უკეთ აღქმასა და ჩაღრმავებას.

ზევით